თურქეთის მოქლაქე საქართველოში ნარკოტიკების გამო დააკავეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მოქალაქე საქართველოში ვალეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik.  პოლიციამ სოფელ რუისთან თურქეთის მოქალაქის ავტომანქანის ჩხრეკისას ე.წ.“ექსტაზი“ და მეტამფეტამინი ამოიღო, იუწყება შს სამინისტრო  პრეს–სამსახური ოთხშაბათს, 15 ივლისს.

თურქეთის მოქალაქე  საქართველოში ვალეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

 „სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 3 აბი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0, 8998 გრ ე.წ. „ექსტაზია“ და ქაღალდში შეფუთული ფხვნილი, რომელიც 2,6436 გრ მეტამფეტამინს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0