თბილისის ცენტრს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

© Sputnikწყალგაყვანილობა
წყალგაყვანილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის განმავლობაში კომპანია შეუჩერებლად მიაწვდის მოსახლეობას სასმელი წყლის ცისტერნებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კომპანია Georgian Water and Power (GWP) მოსახლეობას ჰპირდება, რომ დღის ბოლომდე აღადგენს წყალსადენს, რომელიც სამშაბათს, გვიან ღამით დაზიანდა მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე. 

როგორც GWP-ში აღნიშნეს, 400 მმ-იან თუჯის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას დაზიანების არეალში მდებარე სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლე ართულებს. მილის გახეთქვის შედეგად ჩაინგრა ასფალტის საფარის ნაწილი და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. წყლის ნაკადი შევარდა ახლომდებარე სილამაზის სალონსა და აფთიაქში. 

„ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს, რომელსაც ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან (00:00) აღუდგება. დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0