რადიაციული საფრთხე

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ვერცხლისწყლისა და ცეზიუმის გადატანა ბრალდებათ

111
საქართველოს მოქალაქეებისაგან ამოღებულ იქნა 50 გრ. „წითელი ვერცხლისწყალი“ და 1კგ და 236გრ. ცეზიუმი საერთო ღირებულებით 2.5 მლნ. მილიონი დოლარი.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ორი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ  „წითელი ვერცხლისწყლისა" და ცეზიუმის გადატანა. ამის შესახებ Sputnik Türkiye იტყობინება. 

 თურქული მედიის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებისაგან ამოღებულ იქნა 50 გრ. „წითელი ვერცხლისწყალი“ და 1კგ და 236გრ. ცეზიუმი საერთო ღირებულებით 2.5 მლნ. მილიონი დოლარი. საქმეში თურქეთის მოქალაქეც ფიგურირებს.

 ამასთან, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი-2“ იტყობინება, დაკავებულებს უკვე შეხვდნენ საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. 


111