თბილისის ზოოპარკი

პინგვინი ცხრა დღე ბუჩქებში იმალებოდა

17
წყალდიდობამდე ზოოპარკში 17 პინგვინი იყო. მეათე გადარჩენილი პინგვინი ზოოპარკის ქვედა ნაწილში იპოვეს. ის ბუჩქებში იმალებოდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. წყალდიდობისგან თითქმის ბოლომდე განადგურებულ ზოოპარკში კიდევ ერთი, მეათე აფრიკული პინგვინი იპოვეს, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა, განაცხადეს სამშაბათს, 23 ივნისს ზოოპარკის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

”ზოოპარკის ქვედა ნაწილს ვწმენდდით, სადაც იპოვეს კიდეც სამხედროებმა პინგვინი. მთელი ამ ხნის მანძილზე ბუჩქებში იმალებოდა”, — განაცხადა ზოოპარკის თანამშრომელმა.

მისი თქმით, წყალდიდობამდე ზოოპარკს 17 პინგვინი ჰყავდა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებში  სამხედრო პერსონალი  ჩაერთო.

წყალდიდობა თბილისში კვირას, 14 ივნისის ღამით მოხდა. დაიღუპა 19 ადამიანი, სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ ძლიერ დააზარალა ზოოპარკი, მისი 600 ბინადრიდან მხოლოდ ნახევარი გადარჩა. უმეტესობა დაიღუპა, ზოგი გაიქცა და შემდეგ უკან დააბრუნეს, ზოგის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ამჟამად ეძებენ ერთ ვეფხვს და აფთარს.


17