თბილისის ცენტრიდან თხევადი ქლორის კონტეინერები გაიტანეს

© photo: Sputnikტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა
ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალდიდობის შემდეგ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე თხევადი ქლორით სავსე ორი კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელიც წლების წინ აუზის სადეზინფექციოდ გამოიყენებოდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თხევადი ქლორით სავსე ორი კონტეინერი, რომლებიც „ლაგუნა ვერეს“ ყოფილ აუზთან აღმოაჩინეს, ტერიტორიიდან დილის 5:00 საათზე ქალაქის გარეუბანში გადაიტანეს , იუწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სამშაბათს, 23 ივნისს. 

კონტეინერები სააქციო საზოგადოება Novoretec Georgia-ს ტერიტორიაზეა გადატანილი, სადაც მათ გააუვნებელყოფებენ. თხევადი ქლორის კონტეინერების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები, როგორც ამას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმები მოითხოვს. 

„ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ, 19 ივნისს, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა თხევადი ქლორის 2 კონტეინერი, რომლებიც წლების წინ აუზის დეზინფექციისათვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0