საიტს, რომელზეც უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები უნდა გაყიდულიყო, ჰაკერებმა შეუტიეს

© photo: Sputnik / Alexandr Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა როდის დაიწყებს საიტი მუშაობას, ჯერაც უცნობია. თავად საიტზე განთავსებულია განცხადება We are under attack.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ვებგვერდს biletebi.ge, რომელზეც უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები უნდა გაყიდულიყო, ჰაკერებმა შეუტიეს. ამის თაობაზე საიტის ადმინისტრაციამ საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით აცნობა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა როდის დაიწყებს საიტი მუშაობას, ჯერაც უცნობია. თავად საიტზე განთავსებულია განცხადება We are under attack.

ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩზე „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს, 22 ივნისს დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ უეფას სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი იუწყება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0