დაკავება

აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში 1.8 ათასი $ ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა

8
(განახლებულია 20:15 19.05.2015)
ნივთების ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა შეფუთული და სხეულზე დამაგრებული, ნაწილი კი ხელბარგში იყო მოთავსებული.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქეს ზ. ხ.-ს, რომელიც თურქეთიდან საქართველოში „სარფის“ გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, 4293 ლარის ღირებულების (დაახლოებით 1.8 ათასი $) არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩუნეს.

კერძოდ, ამოღებული ოქროს ბეჭდების, სამაჯურების, საყურეებისა და გულსაკიდების საერთო წონამ 79,11 გრამი შეადგინა. 

„ნივთების ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა შეფუთული და სხეულზე დამაგრებული, ნაწილი კი ხელბარგში იყო მოთავსებული“ იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4293.29 ლარი შეეფარდა.

8
თემაზე
თბილისის გარეუბანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
საქართველოში მალულად შემოსვლას კიდევ ერთი უცხოელი ცდილობდა