თბილისის გარეუბანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ვერსიით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანის რაიონში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გლდანის მე–8 მიკრორაიონში აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აწარმოებს, რაც თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით2–დან 4 წლამდე ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0