დაკავება

საქართველოში მალულად შემოსვლას კიდევ ერთი უცხოელი ცდილობდა

9

თბილისი,19 მაისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქე  ქენან დ. მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ნივთებში დაიმალა და ასე ცდილობდა საქართველოში მოხვედრას, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური სამშაბათს, 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდის“ დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ავტომანქანის სალონში ჩალაგებულ ტანსაცმელს შორის მგზავრი იყო დამალული“, – ნათქვამია განცხადებაში.  

შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, პოლიციამ დააკავა როგორც მძღოლი, ისე მგზავრი. 

გამოძიება ტოფაკ ო-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მისი მგზავრის, ქენან დ–ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 კვირის დასაწყისში სარფის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე დააკავეს ორი ბანგლადეშელი, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში შემოსვლას სატვირთო მანქანის სამალავით ცდილობდნენ. 

 


9