პოლიციამ ბინიდან იარაღის მთელი არსენალი ამოიღო

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცავებმა იმერეთის სოფ.დიმის მაცხოვრებლისგან ავტომანქანიდან და საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო ვაზნები, თოფი, პისტოლეტი, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი, ხელყუმბარა და სხვა იარაღი ამოიღო.

თბილისი,19 მაისი — Sputnik. პოლიციამ იმერეთის სოფელ დიმში 1971 წელს დაბადებული ზაზა ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ სამშაბათს, 19 მაისს საქართველოს შსს იუწყება.

”სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია: 134 ცალი საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ცეცხლსასროლი შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული „BLOW COMPACT MOD 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 1 მჭიდი, ქარხნული წესით დამზადებული „РКГ ЗЕМ 4879“-ის ტიპის კუმულაციური ხელყუმბარა და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი”, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0