ოთხი თვის ბავშვი მესამე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში მოათავსეს - ტელევიზია

გამოწერა
ოთხი თვის ბავშვი მესამე ხარისხის დამწვრობით ადიგენის რაიონიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ოთხი თვის ბავშვი მესამე ხარისხის დამწვრობით ადიგენის რაიონიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დამწვრობის მიზეზი ბავშვის საწოლში ჩავარდნილი ნაკვერჩხალი გახდა.

ექიმების განცხადებით, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მედიკოსები მდგომარეობის გართულებას არ გამორიცხავენ.

ყველა ახალი ამბავი
0