арест

უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

6
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ბრალდებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე დააკავეს.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ბრალდებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე დააკავეს.

როგორც საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება, მინისტრის ყოფილი მოადგილე ეჭვმიტანილია იმაში, რომ სამინისტროში მუშაობის დროს თავისი ნაცნობის ცირა ჯავახიშვილის საშუალებით შპს ”ვლაზის” დირექტორისგან  ზურაბ ციმაკურიძისგან აიღო 40 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი და ტენდერის გარეშე გააფორმა კონტრაქტი ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონში სკოლის რეაბილიტაციაზე.

გამოძიების მონაცემებით, ”ვლაზის” დირექტორმა სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 700 ათასიდან 500 ათასი ლარი მიითვისა.

ასევე, პროკურატურის მონაცემებით, ალექსანდრე ჩიკვაიძემ ტენდერის ჩატარების გარეშე გააფორმა კიდევ ერთი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, გარდაბნის და სენაკის რაიონებში სკოლების მშენებლობაზე. ხელშეკრულება გაფორმდა ფირმა ”იუნი ბილდინგთან”, რომელიც დარეგისტრირებულია მისი სიძის ელგუჯა ჩხიკიძის სახელზე. ეს უკანასკნელი 600 ათასი ლარის მითვისებაშია ბრალდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ყველა მონაწილე დაკავებულია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ჩიკვაიძეს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

6