საქართველო მეზღვაურების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის შესაძლებლობას არ განიხილავს

გამოწერა
საქართველო სომალელების ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ განიხილავს მანამდე, სანამ დიალოგის წარმოება შესაძლებელია.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველო სომალელების ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ განიხილავს მანამდე, სანამ დიალოგის წარმოება შესაძლებელია, განაცხადა სამშაბათს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G, რომელზეც საქართველოს 15 და თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მეკობრეებმა 8 სექტემბერს შეიპყრეს.

”მანამდე, სანამ სპეცოპერაციაზე დავიწყებთ საუბარს, ამ პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრის ყველა შესაძლებლობა  უნდა ამოიწუროს, რომელიც გამოსასყიდის მაქსიმალურად შემცირების შესახებ წარმოებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ და დაასახელა მეკობრეების მიერ მოთხოვნილი თანხა - 15 მილიონი აშშ დოლარი - ”კოლოსალური და არაადეკვატური”.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მუდმივად იღებს ინფორმაციას.

გუშინ ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას დახმარებას სთხოვს, რადგანაც მოლაპარაკებები გამოსასყიდის თაობაზე წინ არ მიიწევს და მეკობრეები დასახელებული თანხის შემცირებაზე უარს აცხადებენ.

ქართველი მეზღვაურების ოჯახები, რომელთა უმეტესობაც აჭარიდან არიან, შეხვედრას მოითხოვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობას და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, უფრო აქტიური ზომები მიიღონ მძევლების გასათავისუფლებად.

ყველა ახალი ამბავი
0