арест, задержание

თბილისში 17 ბინის გაქურდვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციისა და გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავესდავით ალფენიძე.

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციისა და გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავესდავით ალფენიძე, იუწყება ორშაბათს შსს-ს პრეს-ცენტრი.

ეჭვმიტანილი წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევია, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

შსს-ს მონაცემებით, ალფაიძემ გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით გაქურდა კორპუსის ჩვიდმეტი საცხოვრებელი ბინა. ”ერთერთი ბინის ქურდობის დროს შეესწრო ბინის მეპატრონე, რა დროსაც სცადა მიმალვა და გადმოხტა  მეორე სართულის აივნიდან, რის შედეგადაც  ორივე ფეხზე მიიღო ტრამვა. იგი დაკავებულ იქნა შემთხვევიდან მეორე დღეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეჭვმიტანილი აღირებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თითოეულ დანაშაულზე 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველო.

 

1