გუდაუთაში მეჩეთს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

გამოწერა
პარასკევს დღისით გუდაუთაში აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობის მეჩეთის შენობას ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შსს-ს წყაროზე დაყრდნობით.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. პარასკევს დღისით გუდაუთაში აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობის მეჩეთის შენობას ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შსს-ს წყაროზე დაყრდნობით.

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა, განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან კერძო სახლში გახსნილი იმპროვიზირებული მეჩეთის ეზოში მდგარი მუსულმანების წინააღმდეგ გახსნეს. 

შემთხვევის ადგილზე ქალაქის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სასულიერო მმართველობის და რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამა წლის ივლისში უცნობმა პირებმა გაგრაში მოკლეს საზოგადოებრივი პალატის წევრი, აფხაზეთის მუსულმანების მმართველობის გაგრის განყოფილების თავმჯდომარე ემიკ ჩაჩმან-ოღლი.

ადრე აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობამ მუსულმანური საზოგადოების გარშემო ჩამოყალიბებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

ისლამის თემა აფხაზეთში 2007 წელს გამწვავდა, როდესაც აგვისტოში, გუდაუთის ცენტრში იმამი ხამზათ გიცბუ მოკლეს.

მუსულმანების სასულიერო მმართველობა აფხაზეთში 1999 წლიდან მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0