арест, задержание

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პენსიონერთა დახმარების მითვისების გამო დააკავეს

6
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორი და ”ლიბერთი ბანკის” ხუთი თანამშრომელი ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორი და ”ლიბერთი ბანკის” ხუთი თანამშრომელი ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. ამ მაქინაციის შედეგადაც მითვისებულ იქნა პენსიონერებისთვის განკუთვნილი 95 ათასი ლარი.

დაკავებულ არიან სამეგრელოს რეგიონული ცენტრის განყოფილების უფროსი დავით გახარია და ამავე განყოფილების თანამშრომელი გელა ნაჭყებია, შპს ”ლიბერთი ბანკის” თანამშრომლები - ვახტანგ ჩიტაია, ვარლამ სახურია, ლეილა მიქავა, ფრიდონ ჩიტაია და ბეჟან პაპავა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს პრეს-ცენტრში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებას შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

დაცვას პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

6