центр Тбилиси

სეისმოლოგები თბილისში მიწისქვეშა ბიძგებს აფიქსირებენ

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ხუთშაბათს დილით თბილისში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სეისმოლოგიურ ცენტრში.

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ხუთშაბათს დილით თბილისში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სეისმოლოგიურ ცენტრში.

პირველი სუსტი 2,5 ბალის მაგნიტუდის ბიძგი 09.00 საათზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 3 ბალის მაგნიტუდის - 09.06 საათზე.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იყო - თბილისის ზღვასა და მცხეთის რაიონს შორის.

”მიწისძვრა სუსტი იყო. მას ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაზარალებულა”, - აღნიშნეს სეისმოლოგიურ ცენტრში. ცენტრის თანამშრომლების თქმით, მიწისქვეშა ბიძგების აღქმა დედაქალაქის მაღალ სართულებზე მცხოვრებლებს შეეძლოთ.

1