”ახალი მემარჯვენეები” კონტრაბანდისთვის დაკავებული ბიზნესმენების გათავისუფლებას მოითხოვენ

გამოწერა
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე მეწარმეების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც საბაჟო პროცედურების გავლისას ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე მეწარმეების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც საბაჟო პროცედურების გავლისას ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა 5 ოქტომბერს სატვირთო გადაზიდვების კომპანია ”ტრანსკარგოს”, ასევე თბილისის სავაჭრო ცენტრების ”კიდობნის” და ”პასაჟის” წარმომადგენლები საბაჟო პროცედურების გავლისას ფინანსური მაქინაციების შესახებ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. როგორც ტელეკომპანია ”იმედმა” განაცხადა, დაკავებულია დაახლოებით 170 მოვაჭრე, რომელთა ახლობლები და ნათესავები სავაჭრო ცენტრების შენობებთან შეიკრიბნენ. ისინი მოვაჭრეების მხრიდან რაიმე სახის კავშირს ფინანსურ მაქინაციებთან უარყოფენ. 

”გუშინდელი სპეცოპერაციის გამო პროტესტს ვაცხადებთ და მეწარმეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი ფორმის სპეცოპერაციას ტერორისტების, შეიარაღებული რეციდივისტების გასაუვნებელყოფად ატარებენ და არა მოვაჭრეების და მეწარმეების დასაკავებლად”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

”პარტია ”ახალი მემარჯვენეები” დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი განუკითხავი დაკავებები შეწყვიტოს”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0