თელავის რაიონში წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა - მუნიციპალიტეტი

გამოწერა
თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ცუდი სადრენაჟო სისტემის გამო წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპინდენტს კახეთის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ცუდი სადრენაჟო სისტემის გამო წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპინდენტს კახეთის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

ტელეარხების განცხადებით, კურდღელაურში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა დაიწყო და 10 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

”კურდღელაურში ძალიან ნესტიანი ნიადაგია და წყალი მიწიდან ჟონავს. ეს ძლიერ წვიმასთან არ არის დაკავშირებული, მით უფრო, რომ გუშინ განსაკუთრებულად ძლიერი წვიმა არ ყოფილა”, - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

მათი განცხადებით, სახლების დატბორვის პრობლემის გადასაჭრელად დაახლოებით 500 ათასი ლარია საჭირო. ამ მიზნით უკვე მომზადებულია შესაბამისი პროექტი, მაგრამ სიფონური სისტემის დასამონტაჟებლად სახსრები ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯერ გამოყოფილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0