село, регион

პოლიცია კახეთში ნადირობისას დაკარგულ 14 წლის მოზარდს ეძებს

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პოლიციის წარმომადგენლები სოფელ არხილოსკარის (დედოფლისწყაროს რაიონი) მცხოვრებ ვასილი წიკლაურს ეძებენ, რომელიც 25 სექტემბერს თავის ძაღლთან ერთად სანადიროდ გაემართა და სახლში არ დაბრუნებულა.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. პოლიციის წარმომადგენლები სოფელ არხილოსკარის (დედოფლისწყაროს რაიონი) მცხოვრებ ვასილი წიკლაურს ეძებენ, რომელიც 25 სექტემბერს თავის ძაღლთან ერთად სანადიროდ გაემართა და სახლში არ დაბრუნებულა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ოთხშაბათს დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

მოზარდის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

”ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება”, - განაცხადეს პოლიციის განყოფილებაში.

ეს ბოლო დროს კახეთში მოზარდის გაუჩინარების უკვე მეორე შემთხვევაა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 სექტემბერს ასევე დაიკარგა 17 წლის გიგი ელიზბარაშვილი.

გურჯაანის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულ ქმედებებს განაგრძობენ და თუ უახლოეს დღეებში გიგი ელიზბარაშვილს ვერ იპოვიან, მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ.

უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ელიზბარაშვილის დაკარგვა პირველი შემთხვევა არაა. ”ასეთი შემთხვევა იყო ცოტა ხნის წინ და ის სახლში თავად დაბრუნდა”, - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ ელიზბარაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის.

4