грузовая автомашина КАМАЗ, Тбилиси

თბილისის სავაჭრო ცენტრების მოვაჭრეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის ახსნა-განმარტების მისაცემად დააკავეს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სატვირთო გადაზიდვების კომპანია ”ტრანსკარგოს”, ასევე თბილისის სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები საბაჟო პროცედურების გავლისას ფინანსური მაქინაციების შესახებ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხებიან.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სატვირთო გადაზიდვების კომპანია ”ტრანსკარგოს”, ასევე თბილისის სავაჭრო ცენტრების ”კიდობნის” და ”პასაჟის” წარმომადგენლები საბაჟო პროცედურების გავლისას ფინანსური მაქინაციების შესახებ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხებიან, განაცხადა სამშაბათს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

”ამჟამად ეჭვმიტანილთა დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე საბაჟო პროცედურების დარღვევებს ეხება. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ამ ეტაპზე, ისაა, რომ ეჭვმიტანილთა შორის კომპანია ”ტრანსკარგოს” წარმომადგენლები არიან”, - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა. მას დაკავებულების რაოდენობა არ დაუზუსტებია.

ამასთან, ტელეკომპანია ”იმედმა” განაცხადა, რომ დაკავებულია დაახლოებით 170 მოვაჭრე, რომელთა ახლობლები და ნათესავები სავაჭრო ცენტრების შენობებთან შეიკრიბნენ. ისინი მოვაჭრეების მხრიდან რაიმე სახის კავშირს ფინანსურ მაქინაციებთან უარყოფენ. 

 

0