Мост на реке Ингури, Абхазия, Грузия.

ზუგდიდის რაიონში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ენგურის ნაპირზე, სოფელ ორსანტიასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაღმი აღმოაჩინა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ენგურის ნაპირზე, სოფელ ორსანტიასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაღმი აღმოაჩინა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ბოლო დროს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ნაპოვნი მესამე მსგავსი აღმოჩენაა.

ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ.

საქართველოს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

0