თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაკარგულად არის მიჩნეული, ღრმა მწუხარებას გამოხატავს. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.