თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მეწარმის გატაცებაში ეჭვმიტანილი აჭარის რეგიონში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კახაბერ ღოღობერიძე და ზაზა ნაგერვაძე დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, დაკავებულებმა გაიტაცეს მეწარმე გოჩა კახაბერიძე და მის ოჯახს გამოსასყიდის სახით 200 ათასი აშშ დოლარს სთხოვდნენ.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
დაცვას პრესისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.