КПП, пограничный контроль, антирадиационная установка, граница

ქართველმა მესაზღვრეებმა კონფლიქტის ზონაში კანონის დარღვევით ყოფნის გამო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს

7
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სასაზღვრო პოლიციის მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად რუსეთის მოქალაქე მამუკა ბერულავა დააკავეს.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. სასაზღვრო პოლიციის მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად რუსეთის მოქალაქე მამუკა ბერულავა დააკავეს, იუწყება ოთხშაბათს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.

მამუკა ბერულავა მესაზღვრეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში შესვლის წესების დარღვევის გამო დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მიხედვით - ”უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით”. 

ეს დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

7