арест, задержание

დააკავეს პირები, რომელთაც წლის განმავლობაში მსხვილი ძარცვების განხორციელება ედებათ ბრალად - შსს

10
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” შსს-ს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” შსს-ს პრეს-სამსახურში. 

”გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები პაატა ჭიღლაძე, გივი ელისაშვილი, მირიან ჭიღლაძე და ოთარ ხვედელიძე ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ ქ.თბილისში. მათი მოქმედების შედეგად გაქურდულია შვიდზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის ოფისი, საიდანაც უკანონოდ  ეუფლებოდნენ  დიდი ოდენობით თანხას და სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებული ნივთებს. ასევე მათ მიერ გაქურდულია თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე შპს ”ნატახტრი"-ს ოფისი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლენ 249 881 ლარის ოდენობის ფულად თანხას”, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია თანხის ნაწილი და ნაქურდალი ნივთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილება, აღნიშნავს შსს-ს პრეს-სამსახური.

10