арест, задержание

ბოლნისის რაიონის სოციალური აგენტი ცრუ მონაცემებისთვის მოსახლეობას ფულს სძალავდა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბოლნისის საკრებულოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

 

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბოლნისის საკრებულოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ორშაბათს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური.

ბესო ნავერიანს ბრალად ედება ბოლნისის რაიონის მცხოვრებლებისთვის 60 ლარის გამოძალვა სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში შეტანისთვის. 

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნავერიანს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

0