გამოძალვის ბრალდებით პრობაციის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს - შსს

9
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრობაციის, სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული, ქალაქ ფოთის პრობაციის ბიუროს ოფიცერი ზურაბ ბირკაია დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

 

арест

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრობაციის, სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული, ქალაქ ფოთის პრობაციის ბიუროს ოფიცერი ზურაბ ბირკაია დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

ბირკაია ეჭვმიტანილია იმაში, რომ პირობით პატიმრობაში მყოფთა გამოცხადების დღესთან დაკავშირებით შეღავათისთვის პერიოდულად მათგან 100-100 ლარს იღებდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

9