”ლექსუსის” მძღოლმა მოსკოვში ორი ფეხით მოსიარულე გაიტანა

გამოწერა
კვირას Lexus-ის მძღოლმა მოსკოვში ორი ფეხით მოსიარულე გაიტანა, ორივე დაიღუპა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” რუსეთის დედაქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით.

 

врачи, скорая помощь

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. კვირას Lexus-ის მძღოლმა მოსკოვში ორი ფეხით მოსიარულე გაიტანა, ორივე დაიღუპა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” რუსეთის დედაქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით.

”ინციდენტი კვირას 21.31 საათზე მოხდა. მძღოლმა გაიტანა ფეხით მოსიარულეები, როდესაც ისინი შუქნიშანზე გადადიოდნენ და მიიმალა. ერთი საათის შემდეგ ის დააკავეს”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

შემთხვევის ვითარება დგინდება, დასძინა მან.

მანამდე, კვირას, მოსკოვის სამხრეთით მსგავსი ინციდენტი მოხდა. მეტროსადგურ ”კაშირსკაიასთან” ფეხით მოსიარულე ავტომობილ Bentley Continental-ის საბურავებს ქვეშ აღმოჩნდა. ავტომანქანის მძღოლი რამდენიმე წუთში დააკავეს. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0