საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

გამოწერა
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა ”არას” ინიციატივით გაიმართა ”გამაფრთხილებელი” აქცია მოთხოვნით ”უკანონო პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით და ასევე რელიგიური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლების” მოთხოვნით, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებით და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებით დასრულდა.

 

резиденция президента

ბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. პარასკევს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა ”არას” ინიციატივით გაიმართა ”გამაფრთხილებელი” აქცია მოთხოვნით ”უკანონო პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით და ასევე რელიგიური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლების” მოთხოვნით, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებით და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებით დასრულდა.

შეტაკება აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის იმ დროს მოხდა, როდესაც დემონსტრანტები პლაკატების წარწერით „არა“ გაკვრას რეზიდენციის კედლებზე და ასფალტზე სიტყვა „თავისუფლების“ დაწერას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის გაფრთხილებას, არ გაეკრათ პლაკატები და შეეწყვიტათ წარწერების გაკეთება, რის შემდეგაც შეტაკება მოხდა. შედეგად აქციის სამი მონაწილე დააკავეს.

წინასწარი მონაცემებით, დაკავებულები არიან ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „არას“ ლიდერი ლევან ჩიტაძე, მოძრაობის წევრი ლევან კოჭლაშვილი და აქციის მონაწილე გიორგი აფხაიძე.

როგორც ჟურნალისტებს ”არას” წევრმა თიკო ნიბლოშვილმა განუცხადა, ამჟამად დაკავებულები საქართველოს შსს-ს შენობაში იმყოფებიან. ”დაკავებულთა უფლებებს ნათია კირკიტაძე და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი ლიკა წიკლაური დაიცავენ”, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

აქციის ჩატარებისას მოძრაობა ”არას” ლიდერმა ლევან ჩიტაძემ, შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ თავისი ორგანიზაცია და აქციის მონაწილეები ”უკანონო პატიმრებს” სოლიდარობას უცხადებენ.

”2003 წლიდან, ვარდების რევოლუციიდან საქართველოში ბევრი უკანონო და პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა. მაგრამ ხელისუფლებისთვის ესეც ცოტა აღმოჩნდა და ამას რელიგიური ნიშნით დაპატიმრებაც დაემატა”, - განაცხადა ჩიტაძემ.

”დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში 61 ადამიანი იმყოფება, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებულები, 350 უკანონო პატიმარია და რვა - რელიგიური ნიშნით დაკავებული”, - ირწმუნება ჩიტაძე.

”აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს ამ პატიმრების გასათავისუფლებლად დროს სექტემბრის ბოლომდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება”, - პირობა დადო ჩიტაძემ. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ”საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად ყველა ძალას გამოიყენებენ”.

აქციაში მონაწილეობდა პატიმარ მამუკა შენგელიას ოჯახი, რომელიც, მისი მეუღლის, შორენა მელიქიშვილის განცხადებით, 2009 წლის 9 აპრილის აქციებამდე ცოტა ხნით ადრე უკანონოდ დააპატიმრეს.

”ჩემი მეუღლე ციხეში პოლიტიკური მოტივებით ზის, რადგანაც რამდენიმე დღე ის ბადრი ბიწაძეს - ნინო ბურჯანაძის მეუღლეს ატარებდა მანქანით. ჩემი მეუღლე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა და ვთხოვ, გაათავისუფლონ იგი, ის არაფერში დამნაშავე არ არის”, - განაცხადა შორენა მელიქიშვილმა. მისი თქმით, მამუკა შენგელიას პოლიციის მაიორის წოდება აქვს და რამდენჯერმე მადლობა მიიღო კარგი მუშაობისთვის როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან, ისე შსს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილისგან.

ყველა ახალი ამბავი
0