ყვარლის ტყეში განახლებულმა ხანძარმა ორი ჰექტარი ფართობი მოიცვა - ტელევიზია

გამოწერა
ორი დღის წინ ყვარლის ტყეში ლიკვიდირებული ხანძარი კვლავ განახლდა, რისი მიზეზიც ქარი გახდა, რამაც ხანძრის კერები გაავრცელა, იუწყებიან ქართული ტელეკომპანიები.

 

лесной пожар

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ორი დღის წინ ყვარლის ტყეში ლიკვიდირებული ხანძარი კვლავ განახლდა, რისი მიზეზიც ქარი გახდა, რამაც ხანძრის კერები გაავრცელა, იუწყებიან ქართული ტელეკომპანიები.

მათი განცხადებით, ხანძარმა უკვე მოიცვა ორი ჰექტარი ტყის ფართობი. ”ამჟამად ტყის ის მონაკვეთები იწვის, სადაც ადრე ხანძარი იყო”, - განაცხადეს სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა.

ხანძარი ყვარლის ტყეში 4 სექტემბერს დაიწყო. სამი დღის შემდეგ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენების ჩართვის შემდეგ ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

ამ ზაფხულს საქართველოში ხანძრის შედეგად 430 ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც 2009 წლის მონაცემთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0