ატესტატის გაყალბების ბრალდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

გამოწერა
დააკავეს საშუალო განათლების ატესტატის და კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დიპლომის გაყალბებაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი - რუსეთის მოქალაქე.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. დააკავეს საშუალო განათლების ატესტატის და კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დიპლომის გაყალბებაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი - რუსეთის მოქალაქე.

ატესტატის და დიპლომის გაყალბებაში ეჭვმიტანილები არიან კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრორექტორი ნუნუ სიხარულიძე, დეკანის მოადგილე ფატიმა მამედოვა, თანამზრახველების სახით - რუსეთის მოქალაქე მუბაზირ გარიბოვი და საქართველოს მოქალაქე ტოფიკ მამედოვი, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში.

გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა 3,3 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქისთვის ყალბი ატესტატი და დიპლომი დაამზადეს.

დაკავებულებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი ბლანკის, შტამპის ან ბეჭდის დამზადება, გაყიდვა ან გამოყენება) და 221-ე მუხლის (კომერციული მოსყიდვა) მიხედვით.

დაცვის მხარეს პრესისთვის განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0