სომხეთის ჩრდილოეთით მომხდარი შემთხვევის შედეგად მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო

გამოწერა
სომხეთის ჩრდილოეთით მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო, იუწყება სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახური.

თბილისი, 31 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის ჩრდილოეთით მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო, იუწყება სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახური.

სამსახურის მონაცემებით, ინფორმაცია ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ სამშაბათს 04.03 საათზე ქალაქ მარტუნის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა. ორ წუთში ადგილისკენ სამაშველო სამსახური დაიძრა.

სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” განცხადებით, Opel Frontera-ს მარკის ავტომობილი გაურკვეველ ვითარებაში სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში ჩავარდა. შედეგად მანქანის 45 წლის მგზავრი მნაცაკანიანი ჭაობში დაიხრჩო, ხოლო მძღოლმა - 47 წლის ხლგარიანმა ავტომობილიდან ამოსვლა ყოველგვარი დაზიანებების გარეშე მოახერხა.

მაშველების ძალისხმევით დაღუპულის ცხედარი და ავტომობილი ჭაობიდან ამოიყვანეს და პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.

ინციდენტის დეტალები ზუსტდება.

ყველა ახალი ამბავი
0