ავარიის შედეგად ხაშურის რაიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა - ტელევიზია

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ხაშურის რაიონში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ორშაბათს ტელეკომპანია ”იმედი”.

 

თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ხაშურის რაიონში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ორშაბათს ტელეკომპანია ”იმედი”.

ტელეკომპანიის განცხადებით, ”სუბარუს” ტიპის ავტომობილი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, ტრასიდან გადავიდა და სოფელ ცხრამუხასთან ხეობაში გადაიჩეხა. ამის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ნოდარ მალაციძე და კიდევ სამი მგზავრი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო დანარჩენები, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.

2