სამზარეულო და კერძები

ქართული ხაშის პოლონელი „ნათესავი“ უგემრიელესი ფლაკი „საპახმელიოდ“

576
(განახლებულია 14:00 02.01.2021)
პანდემიის მიუხედავად, საახალწლო სტუმრიანობა და ქეიფები არც შეწყვეტილა და არც შემცირებულა - ალკოჰოლი ძველებურად გვარიანად ისმება. შესაბამისად, ნაბახუსევის პრობლემაც უწინდებურად აქტუალურია. ამიტომაც გთავაზობთ შესანიშნავი „საპახმელიო“ კერძის რეცეპტს.
576
თემები:
გემრიელი სამზარეულო (97)
შესაწვევად გამზადებული ქათამი

საახალწლო სუფრისთვის: შემწვარი ქათამი აზიურად განსხვავებული რეცეპტი

1714
(განახლებულია 15:34 31.12.2020)
ამ მეთოდით შესაწვავად გამზადებული ქათამი შეგიძლიათ მაცივარში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში შეინახოთ და უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ შებრაწოთ.
1714
თემები:
გემრიელი სამზარეულო (97)
(2:43 / 17.42Mb / просмотров видео: 2244)

საახალწლო ვიდეორეცეპტი: როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საცივი

3693
(განახლებულია 17:02 30.12.2020)
საცივი ქართული სამზარეულოს მთავარ კერძად და საახალწლო სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს კერძი.

„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა თანმიმდევრობით ჩაწერილი თვალსაჩინო რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: ინდაური, ნიგოზი, ხახვი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, დარიჩინი, მიხაკი, ძმარი და მარილი.

მომზადების წესი

  • დავასხათ ინდაურს წყალი და დავდგათ ცეცხლზე, მოვხარშოთ. ხარშვის დროს პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
  • სანამ ინდაური იხარშება, მოვამზადოთ ნიგვზის სოუსი: გავატაროთ ნიგოზი, ნიორი სუნელებთან ერთად. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მარილი და დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი, დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, მოვშუშოთ, ოქროსფერი რომ გახდება, შევურიოთ ნიგოზს, დავასხათ ბულიონი, უნდა მივიღოთ შესქელებული მასა. დავამატოთ სუნელები, მარილი, ძმარი და ავურიოთ. მიღებული მასა გავატაროთ საცერში (შესაძლებელია ბლენდერში ათქვეფაც).
  • დარჩენილი ბულიონი დავდგათ ცეცხლზე და დავამატოთ ნიგვზიანი მასა, თან ვურიოთ. მიღებული მასა თხევადი ფაფის სისქის უნდა იყოს. მივიყვანოთ ადუღებამდე. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ საცივი უფრო გასქელდება.
  • დაჭრილ ინდაურს დავასხათ მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე და რამდენიმე საათით მაცივარში შევდოთ.

გემრიელად მიირთვით!



3693
თემები:
გემრიელი სამზარეულო (97)

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ–ხუთეული

0
(განახლებულია 11:12 18.01.2021)
2020 წლის ბოლოს ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქართველი ფეხბურთელების ღირებულება.  
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.  

გარდ ამისა, Transfermarkt–ი აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე გაიზარდა.

0