მის მოსამზადებლად დაახლოებით 1,5 საათი და რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
Sputnik საქართველოს სხვა უგემრიელესი კერძების დეტალური რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
თქვენ დაგჭირდებათ:
აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;
ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;
მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;
შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;
მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.
გამოიღეთ ღუმელიდან და გემრიელად მიირთვით!
უჩვეულო რეცეპტისთვის ბევრი ინგრედიენტი არ დაგჭირდებათ. კერძი საკმაოდ მარტივია და ცოტა კომპონენტებს შეიცავს.
გემრიელი და უჩვეულო კერძების სხვა რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ესენია:
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და დაყარეთ ზედ მშრალი მაკარონი. მოხალეთ ის დაახლოებით ორი–სამი–წუთის განმავლობაში.
შემდეგ ტაფის შუაში, მაკარონების ზემოდან, დადეთ მდნარი ყველი ბრიკეტი და დაასხით რძე.
ამ ყველაფერს ზემოდან მოაყარეთ მარილი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი. არ მოურიოთ.
დაახურეთ ტაფას ხუფი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10–15 წუთის (ან ცოტა მეტი ხნის) განმავლობაში.
მომზადების პროცესში, როდესაც ყველი კარგად დარბილდება, ფაქიზად და საგულაგულოდ ამოურიეთ კერძს.
როდესაც მაკარონი ბოლომდე შეიწოვს რძეს და ყველიც ბოლომდე გადნება, კერძი მზადაა.
სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ მას ცოტა დაჭრილი რეჰანი. ამგვარად მომზადებულ მაკარონს სხვებზე მეტად ეს მწვანილი უხდება.
„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
გიორგი მაწყვერელი
საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა გიორგი მაწყვერელის (IX-X) ხსენების დღეა.
გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.
ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა.
გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.
უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს
ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.
ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“.
ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.
ტიტე საკვირველთმოქმედი
საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედის (IX) ხსენების დღეა.
ტიტე საკვირველთმოქმედი სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმებრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.
მოწამეები მფიანე და ედესი
საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი მოწამეების ამფიანე და ედესის (+306) ხსენების დღეა.
ამფიანე და ედესი ძმები იყვნენ. ცხოვრობდნენ პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.
იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას.
მოწამე პოლიკარპე
საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა მოწამე პოლიკარპეს (IV) ხსენების დღეა.
პოლიკარპე იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) მხილებისათვის ეწამა, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.
მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.