მზარეული წვავს სოსისებს

იდეალურად შემწვარი სოსისი: რჩევები დედოფლის შეფ-მზარეულისგან

387
(განახლებულია 18:14 23.07.2020)
ინგლისის დედოფლის ყოფილი შეფ-მზარეული და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ჯეფ ბეიკერი გასწავლით, როგორ უნდა შეწვათ სოსისი იდეალურად.

 თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის ყოფილმა მზარეულმა, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა ჯეფ ბეიკერმა იდეალურად შემწვარი სოსისის საიდუმლო გაამხილა, წერს KentLive.

ბეიკერის თქმით, ბევრი ადამიანი არაერთ შეცდომას უშვებს სოსისების შეწვისას. სახელოვანი მზარეული განმარტავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოსისის ჩანგლით დაჩხვლეტა შეწვისას და ასევე დაუშვებელია მისი ფრიტიურის ქვაბში მომზადება.

ბეიკერის რეკომენდაციით, სოსისი 20 წუთით ადრე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან. სწორედ ეს დროა საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ ის თანაბრად შეიწვას და არ დასკდეს.

„ჯობს გამოიყენოთ ტაფა, რომელიც არ იწვავს. მოუსვით მას ერთი კოვზი იხვის ან ბატის ცხიმი ზეთის ნაცვლად და შეუდექით მომზადებას“, — ამბობს მიშლენის მფლობელი შეფ-მზარეული.

ბეკერის განმარტებით, სოსისი დაბალ ან საშუალო ცეცხლზე უნდა შეიწვას. ამასთან, რეგულარულად უნდა უცვალოთ გვერდი, სანამ ყველა მხრიდან ოქროსფრად არ დაიბრაწება.

ამის შემდეგ სოსისები რამდენიმე წუთით უნდა დააყოვნოთ და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ.

 

387
თემები:
მსოფლიო დღეს (2472)
კვერცხი პომიდვრით

კვერცხიანი პომიდვრის უჩვეულო რეცეპტი: დეტალური ვიდეოაღწერა

93
(განახლებულია 14:32 14.04.2021)
კვერცხისა და პომიდვრისგან არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
  • კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
  • ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
  • მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი

აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;

ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;

მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;

შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს  დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;

მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.

გამოიღეთ ღუმლიდან და გემრიელად  მიირთვით!

სხვა უჩვეულო და გემრიელ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ>> 

93
თემები:
გემრიელი სამზარეულო
მაკარონის ნაწარმი

მაკარონის უჩვეულო კერძი: დეტალური რეცეპტი ვიდეო-განმარტებით

90
(განახლებულია 17:54 06.04.2021)
ჩვეულებრივად მოხარშული მაკარონი მხოლოდ გარნირად თუ გამოდგება, მაგრამ საკმარისია, ის ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით მოამზადოთ, რომ სარესტორნე კერძად იქცეს.

უჩვეულო რეცეპტისთვის ბევრი ინგრედიენტი არ დაგჭირდებათ. კერძი საკმაოდ მარტივია და ცოტა კომპონენტებს შეიცავს.

გემრიელი და უჩვეულო კერძების სხვა რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

ესენია:

  • მაკარონი — 200 გ;
  • მდნარი ყველის მთლიანი ბრიკეტი;
  • რძე — 500 მლ;
  • ზეთი, მარილი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და დაყარეთ ზედ მშრალი მაკარონი. მოხალეთ ის დაახლოებით ორი–სამი–წუთის განმავლობაში.

შემდეგ ტაფის შუაში, მაკარონების ზემოდან, დადეთ მდნარი ყველი ბრიკეტი და დაასხით რძე.

ამ ყველაფერს ზემოდან მოაყარეთ მარილი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი. არ მოურიოთ.

დაახურეთ ტაფას ხუფი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10–15 წუთის (ან ცოტა მეტი ხნის) განმავლობაში.

მომზადების პროცესში, როდესაც ყველი კარგად დარბილდება, ფაქიზად და საგულაგულოდ ამოურიეთ კერძს.

როდესაც მაკარონი ბოლომდე შეიწოვს რძეს და ყველიც ბოლომდე გადნება, კერძი მზადაა.

სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ მას ცოტა დაჭრილი რეჰანი. ამგვარად მომზადებულ მაკარონს სხვებზე მეტად ეს მწვანილი უხდება.

გემრიელად მიირთვით!

90
თემები:
გემრიელი სამზარეულო
გალის რაიონი

ტესტი კარანტინის ნაცვლად აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის შეზღუდვები მსუბუქდება

0
(განახლებულია 16:57 14.04.2021)
ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14–დღიანი, შემდეგ კი ხუთდღიანი კარანტინი მოქმედებდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედ რეგულაციებს ცვლის – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ნორმა 19 აპრილიდან ამოქმედდება.
ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის – პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

0