დედოფლის საყვარელი დესერტი: სამეფო კარის შეფ-მზარეული ვიდეო-რეცეპტს გთავაზობთ

© Pixabay / Skitterphotoფუნთუშა
ფუნთუშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედოფალ ელისაბედის ყოფილი შეფ-მზარეული მონარქის საყვარელი დესერტის რეცეპტს ამხელს, რომლის ინგრედიენტებიც ყველა ოჯახშია, ხოლო მომზადება - ძალიან მარტივი.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლის ყოფილმა შეფ-მზარეულმა დარენ მაკგრედიმ, რომელიც 11 წელი ემსახურებოდა მონარქიულ ოჯახს, საკუთარ YouTube-არხზე დედოფალ ელისაბედ მეორის საყვარელი დესერტის English Tea Scones-ის რეცეპტი გაამხილა.  

ნუგბარი „დისნეილენდიდან“ - გამჟღავნდა Dole Whip-ის უმარტივესი რეცეპტი>>

საუბარია ჩაისთვის მისაყოლებელ ფუნთუშებზე, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფქვილი — ჭიქის სამი მეოთხედი;
  • კარაქი — 100 გ;
  • შაქარი – ნახევარი ჭიქა;
  • საფუარი — სამი ჩაის კოვზი;
  • კვერცხი – ერთი ცალი;
  • რძე — ჭიქის სამი მეოთხედი;
  • კვერცხის გული — ერთი ცალი.

ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 16 ცალი ფუნთუშისთვის.

მომზადების წესი:

  • შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, საფუარი და კარაქი. მიიღებთ მარცვლოვან მასას;
  • ამის შემდეგ ცომის ცენტრში გააკეთეთ ღრმული, ჩააგდეთ შიგ კვერცხი და ნელ–ნელა, მცირე დოზებით დაასხით რძე;
  • ეს ყველაფერი კარგად აზილეთ. მიღებული ცომი ჭურჭლის კედლებს იოლად უნდა სცილდებოდეს;
  • გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე — სისქე დაახლოებით 2 სმ–ს უნდა შეადგენდეს;
  • დაჭერით ცომი მრგვლად ნაჭრებად (შეგიძლიათ გამოიყენოთ ორცხობილის ფორმა ან ჭიქა);
  • დაალაგეთ ისინი ჰაერღუმლის ტაფაზე და მოუწვით ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული;
  • გამოაცხვეთ ფუნთუშა 15–20 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე, შემდეგ კი გაგრილება დააცადეთ.
  • ესაა და ეს, დედოფლის საყვარელი დესერტი მზადაა.

დარენ მაკგრედი განმარტავს, რომ გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ ფუნთუშა შუაზე გაჭრათ და, დედოფალ ელისაბედის მსგავსად, ერთ ნაწილზე კარაქი წაუსვათ, მეორეზე კი ჯემი და ისე მიირთვათ.

ყველა ახალი ამბავი
0