ოსური ხაბიზგინა

ოსური ხაბიზგინა ანუ კარტოფჯინი: დეტალური რეცეპტი და ვიდეოგაკვეთილი

640
(განახლებულია 17:49 27.08.2019)

ტრადიციული ოსური სამზარეულო წინაპარი ალანების მომთაბარე ცხოვრების წესის ზეგავლენით ჩამოყალიბდა. მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი - ეს სხვადასხვა გულსართის მქონე ღვეზელებია, რომელთაგან ჩვენში ყველაზე მეტად „ოსური ხაბიზგინის“ სახელით გავრცელებული ცომეულია ცნობილი.

ამ ღვეზელს თავად ოსები კარტოფჯინს ან კარტოფგუნს უწოდებენ.

ქვემოთ ოსური ხაბიზგინის არაჩვეულებრივ რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ ფაფუკი ცომითა და უგემრიელესი გულსართით.

მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოების სხვა უგემრიელეს და განსხვავებულ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: 

 

640
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
ტრაიფლი

400 წლის ინგლისური დესერტის დეტალური ვიდეორეცეპტი: ტრაიფლი

137
(განახლებულია 16:26 24.06.2020)
ინგლისური სამზარეულოს ერთ-ერთი უძველესი დესერტი, 400 წლის ტრაიფლი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა.
137
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
სალათი პანცანელა

ზუსტად საზაფხულო: სალათი პანცანელა პირდაპირ იტალიიდან დეტალური რეცეპტი

342
(განახლებულია 20:45 15.06.2020)
„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ უმარტივეს და უგემრიელეს საზაფხულო სალათს იტალიური სამზარეულოდან სახელწოდებით პანცანელა, რომელსაც, თურმე, ყველაზე ხშირად ტოსკანაში ამზადებენ.

ირკვევა, რომ პანცანელას მე-16 საუკუნიდან იცნობენ იტალიელები. კერძოდ, ფლორენციელი მხატვარი და პოეტი ბრონზინო ლექსებში ახსენებს სალათს, რომელიც მაშინ პომიდვრის გარეშე მზადდებოდა. 

დროთა განმავლობაში კერძმა არაერთხელ იცვალა სახე და ახლა ბევრი სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს.

ჩვენ ქვემოთ წიგნ Culinaria Italy-ში მოყვანილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალიან მოგეწონებათ.

სხვა უგემრიელესი კერძების რეცეპტები მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოდან შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

342
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
სასწრაფო დახმარება ბათუმში

საზარელი ავარია ქედაში: ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

0
(განახლებულია 11:15 05.07.2020)
მაშველებმა ამოიყვანეს მანქანა ხეობიდან, მას შემდეგ დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ქედის მუნიციპალიტეტში ხეობაში ჩავარდა. დაიღუპა 56 წლის ქალი, სამი ადამიანი დაშავდა.

ავტოავარია გუშინ საღამოს სოფელ მეძიბნაში მოხდა. მანქანა ხეობიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაახლოებით 11 წლის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებულია ასევე 64 წლის ქალბატონი, მას კიდურების მოტეხილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება. ბათუმის კლინიკაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში