კვერცხი „ბენედიქტი“

კვერცხი „ბენედიქტი“ განსხვავებული და ნოყიერი საუზმე: დეტალური რეცეპტი

510
(განახლებულია 20:10 18.06.2019)
510
თემები:
გემრიელი სამზარეულო (90)
ტოსტი

განსაკუთრებული ტოსტი დისნეილენდის მზარეულებისგან: ვიდეო-რეცეპტი

251
(განახლებულია 19:09 22.04.2020)
დისნეილენდის მზარეულები განაგრძობენ კარანტინში მყოფი მკითხველების განებივრებას თავისი უნიკალური რეცეპტებით და ამჯერად უგემრიელეს საუზმეს გვთავაზობენ.

თემატური პარკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობილი საუზმის რეცეპტი — ფრანგული ბანანის ტოსტი შოკოლადითა და არაქისის კარაქით. 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რბილი, ფუმფულა პურის 8 ნაჭერი (უმჯობესია ტრადიციული ებრაული პურის — ჰალას გამოყენება. სწორედ ჰალათი მზადდება საუკეთესო ფრანგული ტოსტები),
  • 2 მწიფე ბანანი,
  • 1/4 ჭიქა შოკოლადის ბურბუშელა,
  • ნახევარი ჭიქა არაქისის ნაღების კარაქი, 
  • 6 კვერცხი,
  • 3/4 ჭიქა უცხიმო შოკოლადის რძე,
  • 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი,
  • 1/4 ჩ/კ მარილი.  

მომზადების წესი:

დიდ თასში მოათავსეთ 2-3 სმ ზომის კუბიკებად დაჭრილი პური, დაუმატეთ ბანანის ნაჭრები (დაახლოებით 1,5 სმ სისქისა) და შოკოლადის ბურბუშელა.

ცალკე შეურიეთ ერთმანეთს არაქისის კარაქი, კვერცხი, შოკოლადის რძე, დარიჩინი და მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს ნაზავი დაასხით პურსა და ბანანს და ორიოდე წუთით დააყოვნეთ, რათა კარგად გაიჟღინთოს.

შემდეგ ეს ყველაფერი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე.

მზა ტოსტი შეგიძლიათ დანამოთ შოკოლადის სიროფით ან მორთოთ შაქრის პუდრით.

გემრიელად მიირთვით!

251
თემები:
გემრიელი სამზარეულო (90)
ფუნთუშა

დედოფლის საყვარელი დესერტი: სამეფო კარის შეფ-მზარეული ვიდეო-რეცეპტს გთავაზობთ

325
(განახლებულია 16:06 20.04.2020)
დედოფალ ელისაბედის ყოფილი შეფ-მზარეული მონარქის საყვარელი დესერტის რეცეპტს ამხელს, რომლის ინგრედიენტებიც ყველა ოჯახშია, ხოლო მომზადება - ძალიან მარტივი.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლის ყოფილმა შეფ-მზარეულმა დარენ მაკგრედიმ, რომელიც 11 წელი ემსახურებოდა მონარქიულ ოჯახს, საკუთარ YouTube-არხზე დედოფალ ელისაბედ მეორის საყვარელი დესერტის English Tea Scones-ის რეცეპტი გაამხილა.  

ნუგბარი „დისნეილენდიდან“ - გამჟღავნდა Dole Whip-ის უმარტივესი რეცეპტი>>

საუბარია ჩაისთვის მისაყოლებელ ფუნთუშებზე, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფქვილი — ჭიქის სამი მეოთხედი;
  • კარაქი — 100 გ;
  • შაქარი – ნახევარი ჭიქა;
  • საფუარი — სამი ჩაის კოვზი;
  • კვერცხი – ერთი ცალი;
  • რძე — ჭიქის სამი მეოთხედი;
  • კვერცხის გული — ერთი ცალი.

ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 16 ცალი ფუნთუშისთვის.

მომზადების წესი:

  • შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, საფუარი და კარაქი. მიიღებთ მარცვლოვან მასას;
  • ამის შემდეგ ცომის ცენტრში გააკეთეთ ღრმული, ჩააგდეთ შიგ კვერცხი და ნელ–ნელა, მცირე დოზებით დაასხით რძე;
  • ეს ყველაფერი კარგად აზილეთ. მიღებული ცომი ჭურჭლის კედლებს იოლად უნდა სცილდებოდეს;
  • გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე — სისქე დაახლოებით 2 სმ–ს უნდა შეადგენდეს;
  • დაჭერით ცომი მრგვლად ნაჭრებად (შეგიძლიათ გამოიყენოთ ორცხობილის ფორმა ან ჭიქა);
  • დაალაგეთ ისინი ჰაერღუმლის ტაფაზე და მოუწვით ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული;
  • გამოაცხვეთ ფუნთუშა 15–20 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე, შემდეგ კი გაგრილება დააცადეთ.
  • ესაა და ეს, დედოფლის საყვარელი დესერტი მზადაა.

დარენ მაკგრედი განმარტავს, რომ გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ ფუნთუშა შუაზე გაჭრათ და, დედოფალ ელისაბედის მსგავსად, ერთ ნაწილზე კარაქი წაუსვათ, მეორეზე კი ჯემი და ისე მიირთვათ.

325
თემები:
გემრიელი სამზარეულო (90)
წვიმა თბილისში

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა საქართველოში უამინდობა გრძელდება

0
(განახლებულია 10:40 25.05.2020)
ამ დღეებში წვიმიანი და საკმაოდ გრილი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები შესაძლო წყალდიდობაზე საუბრობენ

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში 26 მაისამდე უამინდობა გრძელდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჰაერის ტემოერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოში კი ღამით პლუს 4 გრადუსი, დღისით კი 16 გრადუსი იქნება.

მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირება, ხოლო დღისით 14 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ტემპერატურა ღამით იქნება 11, ხოლო დღისით – 18 გრადუსი სითბო. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

0
თემები:
ამინდი საქართველოში