ტყის ია

უცნაური და სასარგებლო: იის მურაბა ფრანგულად დეტალური რეცეპტი

543
(განახლებულია 13:07 02.05.2019)

მურაბა — არაბული წარმოშობის სიტყვაა (murabba) და აღნიშნავს შაქრის სიროფში მოხარშულ და დაკონსერვებულ ხილს ან კენკრას.

დიასახლისები მურაბას ხარშავენ თითქმის ყველანაირი ხილისა და ასევე ბევრი ბოსტნეულისგან, მაგალითად, ბადრიჯნისა თუ პომიდვრისგან.

გამორიცხული არ არის, ისიც გსმენოდეთ (ან იქნებ გასინჯულიც გაქვთ), რომ ფანტასტიკური მურაბა იხარშება ვარდის ფურცლებისგანაც – გემრიელი და ძალიან სასაგებლო.

543
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
ტრაიფლი

400 წლის ინგლისური დესერტის დეტალური ვიდეორეცეპტი: ტრაიფლი

152
(განახლებულია 16:26 24.06.2020)
ინგლისური სამზარეულოს ერთ-ერთი უძველესი დესერტი, 400 წლის ტრაიფლი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა.
152
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
სალათი პანცანელა

ზუსტად საზაფხულო: სალათი პანცანელა პირდაპირ იტალიიდან დეტალური რეცეპტი

345
(განახლებულია 20:45 15.06.2020)
„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ უმარტივეს და უგემრიელეს საზაფხულო სალათს იტალიური სამზარეულოდან სახელწოდებით პანცანელა, რომელსაც, თურმე, ყველაზე ხშირად ტოსკანაში ამზადებენ.

ირკვევა, რომ პანცანელას მე-16 საუკუნიდან იცნობენ იტალიელები. კერძოდ, ფლორენციელი მხატვარი და პოეტი ბრონზინო ლექსებში ახსენებს სალათს, რომელიც მაშინ პომიდვრის გარეშე მზადდებოდა. 

დროთა განმავლობაში კერძმა არაერთხელ იცვალა სახე და ახლა ბევრი სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს.

ჩვენ ქვემოთ წიგნ Culinaria Italy-ში მოყვანილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალიან მოგეწონებათ.

სხვა უგემრიელესი კერძების რეცეპტები მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოდან შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

345
თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)
სტუდენტები ლექციაზე

სკანდალი ქუთაისის უნივერსიტეტში: კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

0
ვის და რისთვის გამოართვა ქრთამი უნივერსიტეტის თანამშრომელმა - ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, უნივერსიტეტის თანამშრომელი  ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავეს.

დანაშაულის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

„რაც შეეხება მდივნის დაკავების ფაქტს, არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვარ ქუთაისში. ორშაბათს გავაკეთებ შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კოპალიანმა.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში