პიერ დუკანი

დუკანის დიეტის საოცარი შედეგები როგორ დაიკლეს 20, 25, 30 კილოგრამი „დუკანელებმა“

17139
(განახლებულია 15:03 09.08.2017)
დუკანის დიეტა საქართველოშიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მიმდევარიც ჰყავს. „Sputnik–საქართველოს“ დღევანდელი სტუმრები დუკანის დიეტის ჯგუფის წევრები არიან, რომლებმაც დუკანის დიეტის საშუალებით 20 კილოგრამი და მეტი დაიკლეს.

ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა ასპარეზზე 2000 წელს გამოჩნდა და საზოგადოებაში პოპულარობა მალე მოიპოვა. დიეტის მენიუს ძირითადი შემადგენელი ნაწილი ცილები და შვრიის ქატოა. დიეტის დროს კი მთავარი მოთხოვნა დღეში მინიმუმ ორი ლიტრი წყლის მიღება და მინიმუმ ნახევარი საათით ფეხით სეირნობაა. თუ დიეტის ყველა ნიუანსს ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებთ შედეგიც არ დააყოვნებს. 

დუკანის დიეტა საქართველოშიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მიმდევარიც ჰყავს. „Sputnik–საქართველოს“ დღევანდელი სტუმრები დუკანის დიეტის ჯგუფის წევრები არიან, რომლებმაც დუკანის დიეტის საშუალებით 20 კილოგრამი და მეტი დაიკლეს. 

ეკატერინე ლეჟავა
ეკატერინე ლეჟავას პირადი არქივი
ეკატერინე ლეჟავა
 

ეკატერინე ლეჟავა, 40 წლის: ბოლო რამდენიმე წელი მაწუხებდა ჭარბი წონა, თუმცა, დიდად არ განვიცდიდი, სანამ ჯანმრთელობის პრობლემა არ შემექმნა. მაწუხებდა ჰაერის უკმარისობა, სახსრების ტკივილი. მივხვდი, რომ სასწრაფოდ მესაჭიროებოდა ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობება. პიერ დუკანის დიეტის შესახებ გაგონილი მქონდა. გადავწყვიტე ამ დიეტის დაცვა, მანამდე კი საფუძვლიანად შევისწავლე დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყე დიეტა და, რა თქმა უნდა, შედეგიც მეორე დღიდან დავინახე. პირველ 2,5 თვეში 20 კგ დავიკელი. გარდა იმისა, რომ უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული იყო წლობით შენახული ტანსაცმლის მორგება. განცდა იმისა, რომ შენ ეს შეძელი და გამოგივიდა, უფრო მეტად გაძლიერებს. რაც შეეხება კვებას: მივირთმევ დაშვებული პროდუქტებიდან ძირითადს. ნაკლებად ვეტანები დამატებით პროდუქტებს. დიეტის დაწყებიდან რამდენიმე თვე რაციონი არ დამირღვევია. შემდეგ რამდენჯერმე დავარღვიე, მაგრამ მეორე დღეს ისევ ვაგრძელებდი. არის პერიოდები, როცა წონა იყინება ერთ მაჩვენებელზე, რაც არც ისე სასიამოვნო პროცესია, თუმცა ორგანიზმს ეს სჭირდება, რადგან ამ პერიოდში მიმდინარეობს მოშვებული კანის აღდგენა, ასევე იცვლება ფორმები. ჯერჯერობით ისევ ვაგრძელებ დიეტას, რადგან სასურველ წონას რამდენიმე კილოგრამი მაშორებს. მინდა ყველა ჭარბწონიან ადამიანს მივმართო, ნუ იტყვიან უარს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე და აუცილებლად დღესვე დაიწყონ ზედმეტი კილოგრამების მოცილება. რაც მთავარია, კილოგრამებთან ერთად გვაკლდება წლები და ამაყად შეგვიძლია სარკეში ჩახედვა, რადგან ჩვენ შევძელით საკუთარ თავზე გამარჯვება. ჩემი საწყისი წონა იყო 113 კგ. ექვს თვეში დავიკელი 36 კილო და ვაგრძელებ ბოლო რამდენიმე კილოგრამთან ბრძოლას. 

რუსო გვეტაძე
რუსო გვეტაძის პირადი არქივი
რუსო გვეტაძე

რუსო გვეტაძე: დაახლოებით ბოლო 13 წელია, რასაც ჰქვია, წონა ძალიან გამექცა. საერთოდ, ბავშვობიდან ჭარბი წონა მქონდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებდი დიდი ბრძოლის, დათმობებისა და ძირითადად შიმშილის ხარჯზე. ბოლო წლებში კი პირადი პრობლემების ფონზე წონას აღარ ვაკონტროლებდი. ვიზუალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, იმატა ჯანმრთელობის პრობლემებმაც, მაგრამ მაინც ვერაფერს ვცვლიდი, ამისთვის ძალა და ენერგია აღარ მყოფნიდა. ამ ხუთიოდე თვის წინ კი ჩემმა მეგობარმა მირჩია დუკანის დიეტა მომესინჯა. სკეპტიკურად შევხედე, არ შემიძლია აწონილი საკვების მიღება განსაზღვრულ დროს, ამისთვის არ მცალია-მეთქი, ვუპასუხე. მითხრა, არც დროში და არც რაოდენობაში შეზღუდვა არ არისო. დავინტერესდი. მოვიძიე ინფორმაცია დიეტის შესახებ, განსაკუთრებული ინტერესით გადავქექე საფრთხეები. მივხვდი, რომ თუ მოვინდომებდი, გამომივიდოდა. ამ დროს 130 კილო ვიყავი. პირველი სამი დღე ცოტა გამიჭირდა. ყველაფერს ზედმიწევნით ვიცავდი, არ ვარღვევდი. ჩემ გარშემო ხალხი გაოგნებული მიყურებდა, შენ თუ ტკბილს დათმობდი, ვერ წარმოგვედგინაო. ზოგადად, გურმანი ვარ, გემრიელად მომზადებული ყველანაირი კერძი მიყვარს, განსაკუთრებით, ცხიმიანი და ნოყიერი საკვები, ასევე არ შემეძლო გულგრილად მეყურებინა შოკოლადისთვის, ნამცხვრისთვის, ტორტისთვის. ვერავის წარმოედგინა, რომ ამ ყველაფრის დათმობას შევძლებდი.

მეგობრებმა მალე შემამჩნიეს ცვლილება, შენ რაღაც ლოყები დაგითხელდაო. 7-დღიანი შეტევის შემდეგ სასწორმა ექვსი კილოთი ნაკლები მიჩვენა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ჯოჯოხეთიც რომ გამევლო, ვეღარაფერი შემაჩერებდა. ამასობაში წნევა აღარ გამიზომავს. დიეტამდე თუ 180-200-ზე ამდიოდა, ახლა 120-ს აღარ სცილდება. წლების განმავლობაში ფეხები დასიებული მქონდა, არ ცხრებოდა არანაირი ძალისხმევით, ახლა უკვე კოჭის ძვალიც გამოჩნდა, თურმე მქონია. ათი ნაბიჯიც რომ გამევლო, ვქოშინებდი, ძლივს ვსუნთქავდი, ახლა კიბეზეც თავისუფლად ავდივარ. საოცარი შეგრძნებაა, თითქოს არ იღლები, კარგად გძინავს, აღარაფერი გაწუხებს. სად ვიყავი აქამდე?! არაფერი ვიცოდი ამ დიეტის შესახებ. 130 კილოდან დავიწყე, 33 დავიკელი, ახლა უკვე 97 ვარ. კიდევ 17 კილოს დაკლება მინდა, 80 კილოზე უნდა ჩამოვიდე, რომელიც ჩემთვის იდეალური წონაა. მგონი შევძლებ. დუკანის პროდუქტებით კვება მინდა ცხოვრების წესად ვაქციო, პრინციპში, ეს დუკანის კი არა, ჯანმრთელი კვებაა, ნახარშების, ცხიმების და ტკბილეულის გარეშე. 

ელისო ლომიძე
ელისო ლომიძის პირადი არქივი
ელისო ლომიძე

ელისო ლომიძე: მე ყოველთვის ვიყავი „დიდი გოგო“, მაგრამ 1999 წელს, როდესაც გავხდი სტუდენტი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება, ანუ კვების რეჟიმს აღარავინ მიკონტროლებდა, გავხდი 102 კილო. გარდა ამისა, სამსახური მქონდა ისეთი, რომ ყოველ მესამე დღეს 24 საათის განმავლობაში ვმორიგეობდი, თან მანქანით გადავაადგილდებოდი, ფეხით არ ვმოძრაობდი. ამასობაში ერთი შვილიც გავაჩინე, თუმცა ძირითადად ასეთმა რეჟიმმა იმოქმედა და ძალიან მოვიმატე წონაში. ისევ დავიწყე დიეტები, მაგრამ დაკლებულს მალე ვინაზღაურებდი. ამის შემდეგ გავიგე დუკანის დიეტის შესახებ, მეგონა ძვირადღირებული სიამოვნება იყო, თუმცა, როცა სასწორზე დავდექი და 123 კილო ვიყავი, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ამ კილოგრამებთან ერთად ცხოვრება. შეტევის ფაზაში, ერთ კვირაში დავიკელი რვა კილო და ის დანარჩენი ორი დღე კლება აღარ მქონია. რაც შეხება დარღვევებს, რამდენჯერმე ვჭამე ნაყინი, უფრო ხშირად ხილით ვარღვევდი, მაგრამ არა ბანანით და ყურძნით, რადგან ვიცი, რომ აღნიშნული ხილი ძალზე კალორიულია. დუკანს უწერია, რომ მაქსიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ, მაგრამ მე მეტს ვსვამდი. პერიოდულად ვიღებდი ნახშირის აბებს და საჭმლის მომნელებელ სხვა საშუალებებს. თავიდან ფეხით გავდიოდი სამ კილომეტრს და ახლა უკვე დავდივარ დღეში ათ კილომეტრს, ან მეტს. ამ ეტაპზე სამ თვესა და 10 დღეში სულ დაკლებული მაქვს 27 კილოგრამი. 

დუკანის დიეტაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. მე ბოლო 15 წელია ეს წონა არ ვყოფილვარ და ახლა სულ სხვა ადამიანი გავხდი. ყველა აღფრთოვანებულია. როცა ვეუბნები, რომ კიდევ მაქვს დასაკლები წონა–მეთქი, მეუბნებიან, რომ აღარ მჭირდება, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მინდა. ეს დიეტა ჩემთვის სწორი კვების პრინციპებზეა აგებული. ყველას ვურჩევ, რომ თუ ზედმიწევნით ვერ დაიცავთ დიეტას, მოარგეთ თქვენი ცხოვრების სტილს. ძირითადი პრინციპი — ცილის მიღება აქციეთ ცხოვრების ყოველდღიურ წესად. 

ეთუნა მარგალიტაძე
ეთუნა მარგალიტაძის პირადი არქივი
ეთუნა მარგალიტაძე

ეთუნა მარგალიტაძე: ჩემი და დუკანის ნაცნობობა ორი წელია გრძელდება, თუმცა, დიეტა 23.01.2017 დავიწყე. სუსტი არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად აქტიური ადამიანი ვარ. ერთი დღეც არ გასულა, რომ არ მევარჯიშა (ძირითადად ფიტნესი, ცურვა, ტრენაჟორები, ცეკვა). კვებას რაც შეეხება, ცომეულს ფაქტობრივად არ ვჭამდი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. იგივე ეხება ტკბილეულს. ჩემი სტაბილური წონა ბოლო შვიდი წელი 94-96 კილოგრამს შორის მერყეობდა. პირველი მშობიარობის შემდეგ 23 კილო მოვიმატე და ვერაფრით ვერ დავიკელი. ზოგადად, ჩემი წონა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩემთვის სასურველ ტანსაცმელს ვერ ვირგებდი. 2016 წლის ოქტომბერში მეორე შვილი შემეძინა. სამი თვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მხოლოდ შემდეგ გავრისკე დიეტის დაწყება. 

სანამ დიეტას დავიწყებდი, „კაპიტალურად“ მოვემზადე. წავიკითხე უამრავი სტატია, შევისწავლე პრინციპი, სხვადასხვა საიტებზე მოვძებნე რეცეპტები ეტაპების მიხედვით, მოვიმარაგე პროდუქტები. შეტევის ფაზა 10 დღე გავაკეთე, თუმცა, შვიდი საკმარისი იქნებოდა, თანაც ახალ რეკომენდაციაში დუკანი თვითონ ამბობს, რომ შვიდი დღე მაქსიმალურია. აბსოლუტურად არ გამჭირვებია დიეტის დაცვა. ისედაც „ხორციჭამია“ ვარ, ქატოს ფაფასავით ვამზადებდი (თუმცა, ახლა უკვე უბრალოდ მდუღარე წყალს ვასხამ და ცოტა მარილს ვაყრი), ზოგჯერ ქატოს ბლინებს ვაკეთებდი, კრემ-ხაჭოსთან ერთად ძალიან გემრიელია. ქათამს გაყინულს არ ვყიდულობდი, ასე რომ, ქათმის ნახარშში ცოტა აჯიკის დამატებით მშვენიერი წვნიანი გამომდიოდა. უფრო მეტად თევზეულს ვიმზადებდი — ხან გრილზე, ხან ღუმელში, ხან შებოლილს. შეტევაში 6,8 კგ დავიკელი. სიხარულით დავფრინავდი. მონაცვლეობა გაცილებით უფრო იოლი გამოდგა. 5/5-ზე ვაკეთე 3 თვის განმავლობაში. ბოსტნეულის დღეებში კომბოსტოს, სტაფილოს და ჭარხლის სალათს ვიმზადებდი, ასევე ბორშს კარტოფილის გარეშე, მაწვნის წვნიანს, სოკოს ათასნაირად. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას ცილებთან ერთად ვიღებდი. სამ თვეში 18 კილო დავიკელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დამირღვევია. პატიოსნად მივყვებოდი დუკანის მითითებებს. შემდეგ  ცოტა გავცუღლუტდი, შევურიე შავი შოკოლადი (კვირაში 2-3-ჯერ 1-2 კუბიკი), თუმცა წონა არ გაჩერებულა. ამასობაში ზაფხული მოვიდა და ძალიან დარღვევაში რომ არ ჩამეთვალოს და არც „დაჩაგრულად" ვიგრძნო თავი, დღეში ერთ ხილს მივირთმევ, თუმცა, შემოდგომაზე ისევ დავუბრუნდები ძველ რეჟიმს. ახლა ცოტა უფრო ნაკლები ინტენსივობით ვიკლებ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, წონა არ მეყინება და 200 გრამიც რომ იყოს 10 დღეში ეგეც საქმეა. ახლა 71 კილო ვარ. კიდევ 6 კილო დამრჩა „გეგმის“ შესასრულებლად. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სარკეში ჩახედვა ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა. საბოლოოდ 6 თვეში 23 კილოს დაკლება თურმე შესაძლებელი ყოფილა!

17139
კოქტეილი პლაჟზე

სახელდახელო რეცეპტები: გამაგრილებელი სასმელები აგვისტოს ხვატის წინააღმდეგ

253
(განახლებულია 13:58 09.08.2020)
გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ

ზაფხულის სიცხეს ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან. თუმცა რა შეიძლება იყოს უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში თუ არა უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელები? 

ქვემოთ განსხვავებულ, გემრიელ და მარტივად მოსამზადებელი სასმელის რეცეპტებს შემოგთავაზებთ. ეს შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელი ძალიან ადვილად მზადდება და ცხელ დღეებში სასიამოვნო დასალევია.

 

253
თემები:
გემრიელი სამზარეულო
სალათი

დაბალკალორიული, მაგრამ ნოყიერი: უნიკალური ჩაშუშულის დეტალური რეცეპტი

523
(განახლებულია 13:54 10.08.2020)
კერძი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, პირდაპირ მისწრებაა როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ისე ჭარბი წონის მქონეებისთვის

მის მოსამზადებლად დაახლოებით 1,5 საათი და რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

Sputnik საქართველოს სხვა უგემრიელესი კერძების დეტალური რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

523
თემები:
გემრიელი სამზარეულო
თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი იტალიის ძვირადღირებულ კურორტს დაუბრუნდა - სექსუალური ფოტოები სანაპიროდან

0
(განახლებულია 17:51 20.09.2020)
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართველი მოდელი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება. ელეგანტური მოდელი იტალიის ერთ-ერთ განთქმულ კურორტზე ისვენებს. ვისთან ერთად ისვენებს და როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი?

„სიყვარულით, იტალიიდან“ - ასე დაასათაურა თაკომ სანაპიროზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. აღნიშნული სურათი ძველი Polaroid-ის ფოტოაპარატითაა გადაღებული. თაკომ მეგობრებთან ერთად დალევაც გადაწყვიტა. დაუვიწყარი საღამოს კადრები კი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკოს თავგადასავალი იტალიის კურორტ ფორტე დეი მარმიდან იწყება.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

„დოლჩე და გაბანას“ ძვირადღირებული კაბები, ჯულია რობერტსთან ერთად სარეკლამო ვიდეოში გამოჩენა, „ვიქტორია სეკრეტსის" კასტინგებზე მოხვედრა – თაკო ნაცვლიშვილმა წარმატებამდე არც ისე მარტივი გზა გაიარა. მისი თითოეული ნაბიჯი საპასუხისმგებლო და საკმაოდ დამაინტრიგებელია. რამდენიმე წელია ახალგაზრდა მოდელი წამყვან სამოდელო სახლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეტიც, მას პოდიუმზე ისეთი ბრენდები იწვევენ, როგორებიცაა „ელი სააბი“, „ჯორჯო არმანი“, „კრისტიან დიორი“, „ვერსაჩე“ და სხვა მრავალი.

View this post on Instagram

#withLovefromItaly

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს.

თაკომ ევროპიდან მორიგი უახლესი სურათი გამოაქვეყნა. ტრენდულმა გოგონამ ახალი იმიჯის მორგება გადაწყვიტა. მას ექსპერიმენტების არ ეშინია და ფოტოსესიებზე სხვადასხვა თემატიკას მარტივად და შეუდარებლად ირგებს. თაკო ნაცვლიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება ნამდვილად მოგეწონებათ. სუპერ-მოდელის ბუნებრივი სილამაზე მის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვობის ფოტოებზეც კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ თაკოს ულამაზესი დედმამიშვილები ჰყავს. პოპულარული ოჯახი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთი ქალიშვილი თაკოსთან და დედასთან - ნინო ცქიტიშვილთან ერთად ფოტოსესიებზე ხშირად პოზირებს. სავარაუდოდ, თაკოს უმცროსი და დედის და დის კვალს მიჰყვება. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება