ქართული სუფრა

რას მიირთმევდა საუზმეზე ვახტანგ გორგასალი და რითი ვახშმობდა თამარ მეფე

6813
(განახლებულია 17:26 02.03.2017)

თამაზ ჩიქვანაია

დღეს სუპერმარკეტში შესულებს ისეთ ნუგბარ-ნუგბარ კერძებს გვთავაზობენ, რომ ცოტა ჯიბეც თუ გიწყობს ხელს, გამორიცხულია, ხელი არ წაგიცდეს.

გუშინ კიდევ ერთხელ რომ მოვხვდი ამგვარ ვითარებაში, შემთხვევით ყური მოვკარი გვერდით მდგომი ახალგაზრდების საუბარს. გოგონამ იკითხა, ნეტავ, ჩვენი წინაპრები რას მიირთმევდნენო. ამ საკითხზე ადრეც მიფიქრია და გადავწყვიტე მომეძიებინა რას მიირთმევდა ვახტან გორგასალი საუზმედ და რითი ვახშმობდა თამარ მეფე. ახლა მინდა ჩემი ორდღიანი „შრომის“ შედეგი გაგიზიაროთ.

ხორბალი და ყურძენი საქართველოში რომ უხსოვარი დროიდან მოდის, ეს, საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია (უფრო მეტსაც გეტყვით — ზოგი ექსპერტი საქართველოს მიიჩნევს ამ ორი მცენარის სამშობლოდ), თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის ბევრ სხვა პროდუქტზე. უამრავი რამ, რაც დღეს ნებისმიერ ბაზარში იყიდება, ქართულ რეალობას ნელ-ნელა, საუკუნოვანი ინტერვალებით ემატებოდა. მაგალითად, კარტოფილის მოყვანა საქართველოში მხოლოდ 1818-1819 წლებში დაიწყეს, ისიც არა ქართველებმა, არამედ თბილისის მახლობლად მცხოვრებმა რუსებმა და გერმანელებმა. შემდეგ კარტოფილი გორსა და ახალციხეშიც გავრცელდა.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა პომიდორიც, რომელსაც თავიდან ტომატოს ეძახდნენ.

კიტრი უძველესი პროდუქტია და დაახლოებით 6000 წელს ითვლის, მაგრამ უცნობია, როდის შემოვიდა საქართველოში ინდოეთიდან.

დაახლოებით მე-16 საუკუნეში გამოჩნდა ჩვენში სიმინდი, ლობიო…

ღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა
SPUTNIK/ ALEXANDER IMEDASHVILI
ღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა

ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდის შემოსვლამდე ღომს და მჭადს აკეთებდნენ მცენარისგან, რომლის სახელია ღომი. თუმცა ღომიც მე-15 საუკუნეში შემოვიდა საქართველოში. ანუ მანამდე მჭადი არ გვქონდა.

მოკლედ, გამოდის, რომ შუა საუკუნეებამდე ქართველები, ძირითადად, იკვებებოდნენ ხორცით, რძის პროდუქტებითა და მხალეულით.

საქართველოში ძალიან იყო განვითარებული მემინდვრეობა. მოჰყავდათ ჭვავი, შვრია, ფეტვი, ოსპი, ბარდა და მრავალნაირი ადგილობრივი ჯიშის ხორბალი. საგანგებოდ მთის ხორბალიც გამოიყვანეს, რომ მარხვის პერიოდში მაღალმთიან რაიონებში საკვები ჰქონოდათ. ფეტვი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. მისგან კვერებს აცხობდნენ, ხშირად ყველითაც. 

მოგვიანებით ლობიომ ოსპი და ბარდა ჩაანაცვლა, სიმინდმა კი — ფეტვი და ღომის ღომი, რადგან ეს უკანასკნელი რთული მოსაყვანი იყო.

საინტერესოა, უმაცივრო ეპოქაში როგორ ინახავდნენ მალფუჭებად პროდუქტს? როგორ და ყველა სახლში არსებობდა ე.წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიგრილე იყო. ასეთ პირობებში ხორცი და სხვა პროდუქტები კარგად ინახებოდა.

მსგავსი საცავები ჰქონდა ციხეებსაც, სადაც მოსახლეობა ომიანობის დროს იმალებოდა. 

ჩურჩხელები და ჩირები
© Sputnik / Levan Avlabreli
ჩურჩხელები და ჩირები

განსაკუთრებული იყო ომში მიმავალი მამაკაცის საგზალი. ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა ისეთი პროდუქტები, რომელიც დროში გამძლე იყო და თან აბგაში ან ხურჯინში მცირე ადგილს იკავებდა. მაგალითად, ჩურჩხელა, ფეტვის შეჭამანდი, რომელსაც წყალში ხსნიდნენ და ერთგვარ სუპის მსგავს მასას იღებდნენ. ასევე ძალიან ხშირად მიჰქონდათ წაბლი და ცერცვი. იგივე მიჰქონდათ ნადირობის დროსაც.

ჟან შარდენი სამეფო ლხინის აღწერისას ყველაზე მეტად ხორცეულობას ახსენებს, მათ შორის — ნანადირევსაც. ასევე ამბობს, რომ სუფრაზე შეიტანეს სამნაირი პური, ყველა ჯურის ფლავი, სამარხვო და სახსნილო კერძები. შარდენი განსაკუთრებით იმან გააკვირვა, რომ სუფრასთან მჯდომი 150 კაცი არ ხმაურობდა და თან ძალიან ბევრს სვამდა.

„მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემ გვერდით მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი, მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები“, — წერს შარდენი.

ქართული დესერტი, ანუ ტკბილეული ხშირად თაფლიანი ხილი ან სხვადასხვანაირი ქადები იყო. რაც შეეხება მარილს, ის აღზევანიდან მოჰქონდათ და ძალიან ძვირი ღირდა. აღზევანი დღევანდელი ბაქოს მიმდებარე ტერიტორიაა. მგზავრობა რთული იყო, ამიტომ მარილის მოსატანად ჯგუფი უნდა წასულიყო. ხშირად მეურმეებს თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „მარილზე გავიდა“. მარილი განსაკუთრებით ჭირდა მთაში და მთიულები ბარში ჩამოდიოდნენ, რათა სხვადასხვა სამუშაოში გასამრჯელოდ მარილი მიეღოთ.

განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ცხარე სანელებლებსაც. მათი კერძებში დამატება დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში კოღოების გამო დაიწყეს.

საცივი
საცივი

მოგეხსენებათ, კოლხეთის დაბლობი ჭაობიანი ტერიტორია იყო, აქ არსებობდა მალარიის საფრთხე და მწარე წიწაკის გამოყენებით სწორედ ამ მალარიას ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი წინაპრები.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საცივის საკითხი მაინც ვერ გავარკვიე. მოგეხსენებათ, გურია და სამეგრელო ჯიუტად ამტკიცებენ თავიანთ უფლებებს მის რეცეპტზე. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ინდაური ამერიკიდან შემოვიდა, მიხაკ-დარიჩინი — ინდოეთიდან, ნიგოზი — საბერძნეთიდან და ქვაბის გამო თუა ამტყდარი ეს ვაი-უშველებელი, დროა, ამ დავასაც წერტილი დავუსვათ და ეს ორი ლამაზი კუთხე გავაშველოთ.

6813
თემები:
ისტორიული გმირები (31)
კოქტეილი პლაჟზე

სახელდახელო რეცეპტები: გამაგრილებელი სასმელები აგვისტოს ხვატის წინააღმდეგ

167
(განახლებულია 13:58 09.08.2020)
გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ

ზაფხულის სიცხეს ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან. თუმცა რა შეიძლება იყოს უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში თუ არა უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელები? 

ქვემოთ განსხვავებულ, გემრიელ და მარტივად მოსამზადებელი სასმელის რეცეპტებს შემოგთავაზებთ. ეს შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელი ძალიან ადვილად მზადდება და ცხელ დღეებში სასიამოვნო დასალევია.

 

167
თემები:
გემრიელი სამზარეულო
სალათი

დაბალკალორიული, მაგრამ ნოყიერი: უნიკალური ჩაშუშულის დეტალური რეცეპტი

487
(განახლებულია 13:54 10.08.2020)
კერძი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, პირდაპირ მისწრებაა როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ისე ჭარბი წონის მქონეებისთვის

მის მოსამზადებლად დაახლოებით 1,5 საათი და რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

Sputnik საქართველოს სხვა უგემრიელესი კერძების დეტალური რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

487
თემები:
გემრიელი სამზარეულო
ვაკის პარკი

მშობლების საყურადღებოდ! დარეგისტრირდით და მიიღეთ 200–ლარიანი დახმარება

65
(განახლებულია 10:31 15.08.2020)
ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად მშობლებმა ონლაინ–რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა გაიარონ

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ფულად დახმარებას ბავშვის მშობლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები შეძლებენ.

მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე ერთჯერადი დახმარების მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება პორტალზე  daxmareba.moh.gov.ge.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

1. ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

4. საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

რეგისტრაციის გავლის შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge.

65
თემები:
COVID-19 საქართველოში