...და ისევ ბანანი: კექსის უმარტივესი ამერიკული რეცეპტი

CC BY 2.0 / Beckmann's Bakery / Beckmann's Old World Bakery Banana Bread"ბანანის პური", ანუ ამერიკული კექსი
ბანანის პური, ანუ ამერიკული კექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნუ იჩქარებთ ზედმეტად დამწიფებული და დარბილებული ბანანის გადაყრას. აშშ-სა და კანადაში ძალიან უყვართ ე.წ. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში პური სულაც არ არის. ეს უგემრიელესი და უმარტივესი კექსია, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

•    კარაქი ან მარგარინი — 100 გ;

•    კვერცხი — 1 ცალი;

•    შაქარი — 1 ჭიქა;

•    ბანანი — სასურველია 3 ცალი, საშუალო ზომის;

•    ფქვილი 1.5 ჭიქა;

•    სოდა — 1 ჩაის კოვზი;

•    დაჭრილი ნიგოზი —  2/3 ჭიქა.

მომზადების წესი:

დარბილებული კარაქი ან მარგარინი ათქვიფეთ შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეაზილეთ ამ მასას, შემდეგ კი დაჭყლეტილი ბანანიც შეურიეთ. შეაზილეთ ფქვილი და სოდა და კარგად აურიეთ.

მის შემდეგ  მიქსერი ან ბლენდერი გვერდზე გადადეთ და მიღებულ მასას ნიგოზი კოვზით შეურიეთ.

ცომი ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარი კექსი გააციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

გარწმუნებთ, ასეთი ფაფუკი და გემრიელი კექსი დაგემოვნებული არ გექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0