ეს უნდა ვიცოდეთ: გადამწიფებული ბანანი — სასარგებლო თუ მავნე

© FL/ Toshiyuki IMAIგადამწიფებული ბანანი — სარგებელი თუ ვნება
გადამწიფებული ბანანი —  სარგებელი თუ ვნება - Sputnik საქართველო
გამოწერა

გამომდინარე იქიდან, რომ Sputnik–ის ინფორმაციამ ბანანის ვარგისიანობის შესახებ მკითხველთა წარმოუდგენლად დიდი ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი საინტერესო რამ გამცნოთ ამ ხილზე.

მეცნიერებმა პასუხი გასცეს შეკითხვას, რომელიც ბევრ ჩვენგანს აღელვებს: შეიძლება თუ არა გადამწიფებული ბანანის ჭამა? 

ბანანები - Sputnik საქართველო
სტიკერი ბანანზე — მარტივი და აუცილებელი ინფორმაცია თქვენთვის

სწავლულები ამტკიცებენ, რომ კანგაშავებული ბანანი რამდენადმე სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

ირკვევა, რომ:

•    კარგად დაუმწიფებელი ბანანი რეზისტენტულ, ანუ უხსნად სახამებელს შეიცავს, რომელიც ვერ მუშავდება წვრილ ნაწლავებში და, შესაბამისად, მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება. ეს კი, თავის მხრივ, შებერილობას, გაზების დაგროვებას იწვევს.

•    მწიფე და, მით უმეტეს, გადამწიფებულ ბანანში სახამებლის უდიდესი ნაწილი შაქრად გარდაიქმნება. ამიტომ ის ბევრად ტკბილიცაა, გემრიელიც და იოლადაც მუშავდება. გარდა ამისა, თურმე, რაც მეტად შავია ბანანი, მით მეტ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფას (სნფ-α) არაუჯრედოვან ცილას შეიცავს. რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ სნფ-α აჩერებს სიმსივნის განვითარებასა და ვირუსების გამრავლებას.

CC0 / Pixabay / გახსოვდეთ: კანგაშავებული ბანანი სიმსივნის განვითარებასა და ვირუსებს ებრძვის
გახსოვდეთ: კანგაშავებული ბანანი სიმსივნის განვითარებასა და ვირუსებს ებრძვის - Sputnik საქართველო
გახსოვდეთ: კანგაშავებული ბანანი სიმსივნის განვითარებასა და ვირუსებს ებრძვის

ბანანის მოყვარულებს თავად შეუძლიათ ხილი გადამწიფებამდე მიიყვანონ. უბრალოდ, შეიძინეთ ჩვეულებრივი, მწვანე ან ყვითელკანიანი ბანანი და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ მანამ, სანამ კანი გაშავებას არ დაიწყებს.

გახსოვდეთ: რაც მეტად გაუშავდება კანი ბანანს, მით მეტად სასარგებლოა იგი.

და ბოლოს: მაცივარში ბანანის შენახვა ზოგადად რეკომენდებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0