ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს

© REUTERS / SERGIO PEREZლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედალი მიულოცა.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული
„კიდევ ერთი მედალი! საქართველო ამაყობს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ლაშა შავდათუაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს", – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
საქართველოს მეორე მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი მოიგო
ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის შესრულება და ოქროც მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0