საქართველოს ნაკრები ხელბურთში

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

56
(განახლებულია 21:48 21.07.2021)
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმედო ფხაკაძის სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე 78 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

„იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება. ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

იმედო ფხაკაძე იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში თბილისის „ბურევესტნიკში“ (1962–1974) თამაშობდა. ის ასევე სსრკ ნაკრებში გამოდიოდა 1963 წლიდან 1971 წლამდე. იმედო ფხაკაძე მსოფლიოს სტუდენტთა თამაშებისა და სსრკ-ის ორგზის ჩემპიონია.

56
ირმა ინაშვილი

პუტინისადმი ღია წერილის შემდეგ: ირმა ინაშვილი მზადაა, მოსკოვში წავიდეს

39
(განახლებულია 22:25 03.08.2021)
ირმა ინაშვილის პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ იმ გზით მიდიან, რომელიც ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი  ირმა ინაშვილი მზადაა, გაემგზავროს მოსკოვში, რათა შეხვედრები  გამართოს იმ წერილის თაობაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა.

მანამდე ირმა ინაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე პუტინისადმი ღია წერილის ტექსტი გამოაქვეყნა. წერილის ძირითადი მესიჯი — ეს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვაა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვის არის განწყობილი.

„დიახ, მივმართეთ ღია წერილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს; დიახ, მზად ვართ, იყოს დიალოგი ჩვენ დონეზე და ამ წერილს ხელს აწერს ძალიან გავლენიანი ხალხი, რომელიც პოლიტიკაში მუდმივად დომინირებდა, სიტყვა ეთქმოდა მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. აქ არიან დეპუტატები, გენერლები და ყველა ამ ხელისმომწერს გადასარევად ესმის და გვესმის მშვიდობის ფასი; ვისაც ნანახი აქვს ომი, მშვიდობის ფასი ესმის და აცნობიერებს“, — თქვა ინაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მზადაა, პირადად გაემგზავროს მოსკოვში დიალოგისთვის.

„დიახ, ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და არა მარტო დეპუტატებს, თუ იქნება ასეთი მზაობა მეორე მხრიდან. მე ასევე შევხვდები სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ნდობა არ აღდგა, „ისე ვერ მოვიხვეჭთ მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის“.

  • „ეს არის ჩვენი პოზიცია, ამაზე ვსაუბრობთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში და ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო. მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.

39
თელასი

„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

87
(განახლებულია 23:03 02.08.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანი, ვეფხისტყაოსანის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთხი ათასი მესხის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანაძის, წალკის, ცურტაველის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფინიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, გულბანის და რაფავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, სუხიშვილის, კუპრაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის, დოლაბაურის, იორის, პატარძლეულის, გელოვანის, ფორაქიშვილის, უჯარმის, კაჭარავას და ჩეხოვის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმის, 9 ძმა ხერხეულიძის, ქინქლაძის, როსტოვის, თეთნულდის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშის, ასხინის, ჩეჩელაშვილის, რთვინის, ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, ცოტნე დადიანის და გრომოვის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ტურგენევის, ტერენტი გრანელის, საბჭოს, რეხის, ალავერდის, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ბარაკონის, ჯორჯაძის, გაბისკირიას, გაბუნიას და მიზანდარის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის, კოტეტიშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

87
თემები:
თბილისი დღეს
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0