სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შეძლებენ, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე დანიშნა
კანონპროექტის თანახმად, ღია სასამართლო სხდომების გადაწყვეტილებები დახურულ ინფორმაციად აღარ ჩაითვლება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მოსამართლეებს ექნებათ უფლება – გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნიდან 10 დღეში გასცენ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. მასში არ იქნება ნახსენები მსჯავრდებულთა პირადი მონაცემები.
ცვლილებების მიღების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ღია საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების სრული ტექსტის გაცემაზე აკრძალვის ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.
კანონის მიღების შემთხვევაში იგი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.
ყველა ახალი ამბავი
0