რეგისტრაცია Pfizer-ით აცრისთვის „ჩავარდა"

© AP Photo / Kin Cheungკომპიუტერთან მუშაობა
კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
უფრო ადრე პრობლემები შეიქმნა Sinovac-ითა და Sinofarm-ით აცრის მსურველებისთვის - მაშინ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა - რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს.
საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა მუშაობს. მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა და მათთვის მოსახერხებელი კლინიკა შეარჩიონ. უფრო ადრე რეგისტრაციის დროს პრობლემები შეიქმნა Sinovac-ითა და Sinofarm-ით აცრის მსურველებისთვის - მაშინ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა დაფიქსირდა.
Pfizer-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში Pfizer-ზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
რეგისტრაცია Pfizer-ით აცრის მსურველებისთვის 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ვებ-გვერდზე შესვლა პრაქტიკულად ვერავინ მოახერხა. წინასწარი ვერსიით, შეფერხების მიზეზი მსურველების დიდი რაოდენობა შეიძლება იყოს.
პირველ ეტაპზე Pfizer-ის პრეპარატით აცრას მხოლოდ 14 ათასი მოქალაქე შეძლებს შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში. Pfizer-ით საჭიროა ორი აცრის გაკეთება. მეორე დოზა 21-28 დღიანი ინტერვალით კეთდება.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა Pfizer-თან, რომლის თანახმად ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.000.350 დოზა ვაქცინას. ამ ეტაპზე საქართველოში 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0