ბრა

თუ „თელმიკომ“ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ: სემეკი განცხადებას ავრცელებს

322
(განახლებულია 18:44 09.07.2021)
სემეკს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის („თელმიკო“) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის შესწავლის მოთხოვნით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“) მიერ აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხები შესწორდება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, სემეკს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები.

„სემეკ-ში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე“, — განუმარტავს მოსახლეობას სემეკი.

კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ მოკვლევამ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაადასტურა, სემეკი კომპანიის მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს.  

  • „კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. აქვე კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომისია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე - 16 216. მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელის მეშვეობით და ასევე ვებგვერდზე www.facebook.com.gnerc

აბონენტებს 1 ივლისიდან თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია“.

322
ღამის თბილისი

„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

319
(განახლებულია 12:34 01.08.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ჯანჯღავას, კაჭარავას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს ხევის, წყნეთის ხევის, აბაშიძის, ფალიაშილის, თაქთაქიშვილის, რიგის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის, სალმის და ზდანევიჩების ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, წულუკიძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მოსახლეობას.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, პოლიციის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, სურგულაძის, გახოკიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, პიკასოს, მუზაშვილის, შევარდენიძის, საბურთალოს, საირმის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსანის და ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის, დოქის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლის და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

319
თემები:
თბილისი დღეს
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

68
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

0
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

0